ირმა ჭკადუა: იური ვაზაგაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ

იური ვაზაგაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ,- ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები და 4 მოწმე გამოჩნდა და გამოძიების წინაშე სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ჭკადუას განცხადებით, სწორედ ამ გარემოებების შემდეგ დაიწყო მუქარის შემცველი ზარები იური ვაზაგაშვილის ტელეფონზე.
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში 4 ახალი მოწმეა, რომელთა ჩვენებების მიხედვით სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. მოწმეების ნაწილი საქართველოში არ იმყოფებიან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარები ბატონი იურის მისამართით”,- აცხადებს ირმა ჭკადუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები