რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა “აზოვმა” დონეცკის აეროპორტი ჩაიბარა

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური აეროპორტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა “აზოვმა” ჩაიბარა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “რია. რუ” ავრცელებს.
შეიარაღებული დაპირისპირება უკრაინელ სამხედროებსა და დონეცკელ სეპარატისტებს შორის 18 იანვარს დაიწყო. ოფიციალური კიევი აცხადებდა, რომ აეროპორტში სპეცოპერაციას ატარებდა და საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობდა. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, უკრაინელი სამხედროები იძულებულები გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები