საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, დადგენილია, რომ ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ჯართის მიღებას და რეალიზაციას, რა დროსაც გადახდისუუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდგომში კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწარმოებზე დაგროვილ დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს.
გამოძიების ამ ეტაპზე გამოკვეთილია 1 122 770 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 193-ე მუხლით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები