“ნორმანდიის ოთხეულმა” დონბასიდან ჯარების გამოყვანა გადაწყვიტა
“ნორმანდიის ოთხეულმა”: რუსეთმა, უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა ბერლინში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ უკრაინაში არსებული მდგომარეობის ნორმალიზებისთვის დაუყოვნებლივ ჯარის გამოყვანაა საჭირო. დადგინდა, რომ დონბასში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებებს დიდი ადამიანური რესურსის დანაკარგი მოჰყვა როგორც სამხედრო დანაყოფების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდანაც. შეხვედრაზე მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრიანის პრეზიდენტისთვის პეტრე პოროშენკოსთვის ერთგვარი გამოწვევაა, რადგანაც რუსეთი ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანას აპირებს, და იგივეს ელის უკრიანისგანაც.