პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის წევრების მკვლელობა აღიარა
გიუმრში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის დახოცვის ფაქტი აღიარა. ამ ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს–სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გიუმრის სამხედრო ბაზიდან გამოქცეულმა პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი ადგილზე მოკლა, ხოლო ოჯახის უმცროსი წევრი, 6 თვის სერჟი მოგვიანებით საავადმყოფოში სასიკვდილო ჭრილობით გარდაიცვალა.