ბესელია ვაზაგაშვილების საქმეებზე პასუხისმგებლობას წინა და ახალ ხელისუფლებებს აკისრებს



საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვაზაგაშვილების საქმეებზე პასუხისმგებლობა სააკაშვილის ხელისუფლებას აკისრია, ხოლო ამ საქმეების გამოძიება დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„ეს შემზარავი ფაქტი გარკვეულწილად ალბად მისი შვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან არის დაკავშირებული. გამოძიება პრაქტიკულად დაჩქარების შემდეგ ფინალურ ეტაპზე იყო მისული. ეს ის საქმეებია, რომელთა ტრაგედია სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა კი, არის ის, რომ ამ საქმეების გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები