ვაზაგაშვილის საქმის ოფიციალური ვერსია, შესაძლოა, მთლიანად შეიცვალოს

მთავარ პროკურატურაში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობენ, რომლებმაც რეზონანსული საქმის თავდაპირველი ოფიციალური ვერსია, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს.

ამ ეტაპზე უცნობია, იგულისხმება თუ არა ის მთავარი მოწმე, რომელიც შეიძლება იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან პირდაპირ კავშირში იყოს.

ამ მოწმეების და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გაცოცხლებულია ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის ორ მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. იცვლება სპეცოპერაცის ჩატარების დეტალები და საქმის ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე განახლებული გამოძიების ფარგლებში დგინდება. დაკითხული არის არაერთი ახალი მოწმე, მათ შორის, გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები, რომლებიც საუბრობენ ამ საქმის ახალი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის გამოძება არის დასკვნით ფაზაში შესული“, – აცხადებს პროკურორი კოკა კაციტაძე.

როგორც ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, მითითებულ პირს, 9 წლის წინანდელი გახმაურებული ოპერაციის ახალი გარემოებების გასაჯაროება სურს და მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

სწორედ საქართველოდან წასულ ამ ადამიანს უნდა გასაუბრებოდა იური ვაზაგაშვილი გუშინ საღამოს, მეორე არხის ჟურნალისტთან ერთად. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, მისი ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები