ირაკლი შოთაძე: ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე წინა ხელისუფლების პერიოდში “შეკერეს”


საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე კომენტარს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით აკეთებს.

როგორც პროკურორის მოადგილემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება, რაც წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელდა სრულად გაყალბებულია.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა ყველა მტკიცებულება ყოფილიყო ფალსიფიცირებული.

„მინდა განვაცხადო რომ უპირველეს ყოვლისა ის პირველადი გამოძიება რაც ჩატარებული არის თავის დროზე, სრულიად გაყალბებულია, ანუ მთელი წლების განმავლობაში ამ საქმეზე გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა მტკიცებულება ყოფილიყო ფალსიფიცირებული, რათა საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და ასე, რომ ვთქვათ, შეეკერათ საქმე. ამ საქმეზე განაჩენებიც არის დამდგარი. ჩატარებულია მთელი რიგი ექსპერტიზები“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები