მანანა კობახიძე: პროკურატურამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, პროკურატურამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს და საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს. აღნიშნული კომენტარი კობახიძემ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წინასწარ შეფასებების გაკეთება ძალიან რთულია. „პროკურატურამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს და საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული რა მოხდა. წინასწარ შეფასებები ძალიან რთულია მითუმეტეს, პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ზოგადად იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რომლისთვისაც მახასიათებელი იყო ასეთი ტიპის დანაშაულებები და ე.წ. სპეცოპერაციები, რომლებსაც ადამიანები ეწირებოდნენ და რომელთა გამოძიება სამწუხაროდ დასრულებული არაა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები