თამაზ სუხიაშვილის ცხედარი უკრაინის საერთაშორისო აეროპორტში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის თამაზ სუხიაშვილის ცხედარი უკრაინის საერთაშორისო აეროპორტში გადასვენეს.
როგორც საქართველოს ვიცე-კონსული კერესელიძე აცხადებს, სუხიაშვილის ცხედრის გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს.
„დღეს საღამოს რეისით „კიევი – თბილისი“ გადავასვენებთ საქართველოში. გადასვენების ხარჯები აიღო საქართველოს მთავრობამ“, – განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის თამაზ სუხიაშვილი, ოთხი დღის წინ, დონეცკთან ახლოს პრორუსულ ძალებთან შეტაკების დროს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაიჭრა სამი ქართველიც, თუმცა მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. ქართველ ჯარისკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სუხიაშვილს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები