აპრილში საქართველოს ჰოლანდიური სავაჭრო მისია ეწვევა

შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ–მინისტრს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო წამყვან პოზიციაზეა. 2014 წელს სავაჭრო ბრუნვა 21,5 პროცენტით გაიზარდა და 158,11 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის აპრილში საქართველოს ჰოლანდიური სავაჭრო მისია ეწვევა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სავაჭრო მისიის ვიზიტი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული კრიზისი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჰოლანდიელი დამკვირვებლების მონაწილეობის გამო. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები