მიქაელ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა

სააპელაციო სასამართლომ დაღესტნელი მიქაელ კადიევისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილა. მსჯავრდებულს ამ სტატუსის მინიჭებაზე ლტოლვილთა სამინისტრომ უარი უთხრა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომაც, რის გამოც დაცვის მხარემ ზემდგომ, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. კადიევი იარაღის უკანონო შენახვისთვის არის გასამართლებული. მის ექსტრადირებას რუსეთი მოითხოვს.
„ექსტრადიციის პროცედურა შეჩერებულია იმის გამო, რომ მიმდინარეობს თავშესაფრის საკითხის განხილვა და, თუ მას მიანიჭეს სტატუსი, ექსტრადირება თავისთავად არ მოხდება. თუ არ მისცეს ეს სტატუსი, მაშინ თეა წულუკიანს აქვს უფლება, უარი თქვას ექსტრადირებაზე. თუმცა, მან კადიევის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება 3-ჯერ უკვე მიიღო. ამიტომ მე არ ვენდობი მის განცხადებას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე,“ – აცხადებს კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია.
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელის ლევან ბარდაველიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ საკითხი შეისწავლა და დაადგინა, რომ კადიევს არ ემუქრება საფრთხე და არ საჭიროებს თავშესაფრის მიღებას. საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები