„პრავდა.რუ“: დონბასის წინააღმდეგ “ქართველი დაქირავებული სამხედროები” იბრძვიან

სოციალურ ქსელში „პრავდა.რუ“-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტო ვრცელდება, რომელზეც ჯარისკაცები მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი ჩანან. სავარაუდოდ, ერთ-ერთი სამხედრო ქართველია. ფოტოს კომენტარში კი წერია, რომ ქართველები მოხალისეთა უკრაინული ბატალიონების შემადგენლობაში იბრძვიან.
იმის შესახებ, რომ უკრაინაში დაქირავებული ქართველი სამხედროები იბრძვიან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კალანდაძემაც განაცხადა.
„ჩვენი თანამემამულეები უკრაინული არმიის სპეცქვედანაყოფებში აქტიურად მონაწილეობენ“, – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კალანდაძემ. მისივე თქმით, უკრაინა ქართველ დაქირავებულ სამხედროებს ფულს არ უხდის, მათ ოჯახები და საქართველოდან მეგობრები არჩენენ. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, კალანდაძის თქმით, ჯერჯერობით ამ ნაბიჯისგან ის თავს იკავებს, რადგან საქართველოს პროკურატურა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს. ამისთვის, კალანდაძის ინფორმაციით, დაიკითხა 100-მდე მოწმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები