პოროშენკო დონბასში სიტუაციის გამწვავების გამო დავოსს ტოვებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დონბასში გამძაფრებული ვითარების გამო დატოვა. „სიტუაციის ესკალაციის გამო, სამწუხაროდ, დღეს მივემგზავრები“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინული ძალების მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. მეამბოხეებმა 40 დაღუპული სამხედროს შესახებ განაცხადეს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, სპეცოპერაციის ზონაში ძალოვანებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი, ვიქტორ მუჟენკო ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები