ლატვიაში რუსული ენა აკრძალეს (ვიდეო)

ლატვიაში მოსახლეობას სამუშაო ადგილებზე რუსულად ლაპარაკი აუკრძალეს. ამის შესახებ ტელეარხი „როსია 24“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრმა მოსახლეობისთვის მიმართვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, სამსახურში საუბარი მხოლოდ ლატვიურ ენაზეა დაშვებული.
„დაუშვებელია, რომ მუშაკებმა სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ერთმანეთს უცხო ენაზე ესაუბრონ“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ხელისუფლების მოსაზრებით, საუბრები რუსულ ენაზე ლატვიურ ენას საფრთხეს უქმნიან და ლატვიელების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.
ცენტრში აღნიშნეს, რომ მიიღეს საჩივრები, არაოფიციალურ საუბრებში მოსახლეობა ერთმანეთს უფრო ხშირად რუსულ ენაზე რომ ეკონტაქტება.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ლატვია – მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც გარანტირებულადაა შესაძლებელი ლატვიური ენის არსებობა და განვითარება, ქვეყნის ტერიტორიაზე მისი, როგორც სახელმწიფო ენის, გამოყენების სფეროს შევიწროვება ენის სტატუსისთვის საფრთხედ უნდა ჩავთვალოთ. ამიტომ ყველა დამსაქმებელს მოვუწოდებთ, მუშაკებთან ერთად პროფესიული მოვალეობების შესრულებისას სახელმწიფო ენის გამოყენების მნიშვნელობა განიხილონ“, – განაცხადეს სახელმწიფო ენის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები