ვინ განკარგავს თანხას, რომელიც სააკაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ოჯახებისთვის შეგროვდება

უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის განკუთვნილ თანხას, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საბანკო ანგარიში გაიხსნა, ანდრო ბარნოვი განკარგავს, – ამის შესახებ „კვირას“ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლანა ღვინჯილიამ განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საბანკო ანგარიშზე 4000- 4000 ლარი უკვე ჩაირიცხა და უახლოეს დღეებში უკრაინაში დაღუპულ ქართველ ოფიცრის ოჯახებს გადაეცემათ.
„მიხეილ სააკაშვილის მიერ სპეციალური ანგარიშზე გადმორიცხულ თანხას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი განკარგავს. ამ ეტაპზე ანგარიშზე უკვე ჩარიცხულია 4000- 4000 ლარი, რომელიც გადაეცემათ უკრაინაში დაღუპულ ქართველ ოფიცერთა ოჯახის წევრებს. როგორც კი ეს თანხა გადაეცემათ, ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით“, – აღნიშნა ლანა ღვინჯილიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან სპეციალური ანგარიში გახნა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დანაზოგი: 4000-4000 ლარი ჩარიცხა. ამასთანავე, მიხელ სააკაშვილი სხვა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ამავე ანგარიშზე, სურვილისამებრ, გარკვეული თანხა გადარიცხონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები