უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი დიმიტრი იაროში ბრძოლაში დაიჭრა
უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი, სახალხო დეპუტატი დიმიტრი იაროში დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში დაიჭრა. ამ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე „censor.net.ua“-ს რედაქტორი იური ბუტუსოვი ავრცელებს.
„აეროპორტში ბრძოლისას სახალხო დეპუტატი დიმიტრი იაროში დაიჭრა. ბრძოლის ველიდან მისი ევაკუაცია მოხდა. ჭრილობა სერიოზული აღმოჩნდა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“, – წერს ბუტუსოვი.
ბუტუსოვის თქმით, ექიმმა დაათვალიერა იაროშის ჭრილობა. წინასწარი დიაგნოზით, მან ჭურვის ნამსხვრევებით ხელზე საკმაოდ მძიმე იარა მიიღო. იაროში თავის არეშიც დაიჭრა, თუმცა ჩაფხუტმა იხსნა და ეს ჭრილობა გაცილებით მსუბუქია.