ლავროვი: იმედი მაქვს, სასამართლო გიუმრიში მომხდარ ტრაგედიაზე ადეკვატურ ვერდიქტს გამოიტანს (ვიდეო)

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს გიუმრიში მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა. სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს „საშინელი დანაშაულია“. რაც შეეხება რუს სამხედროს ვალერი პერმიაკოვს, რომელსაც ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის მოკვლა ედება ბრალად, ლავროვის თქმით, „ოჯახი მახინჯის გარეშე არ არსებობს“.
„მთავარია, რომ ბრალდებული დაკავებულია“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, „რუსეთი ხედავს ამ სიტუაციის პოლიტიზების მცდელობებს. ეს მცდელობები არც სომხეთის და არც რუსეთის ხელმძღვანელობისგან არ მოდის. გეოპოლიტიკური უპირატესობების მიღების მიზნით ამ ტრაგედიის გამოყენების საკმაო რაოდენობის მსურველი არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები