ირაკლი ფირცხალავა ლადო სადღობელაშვილის დაკითხვას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალავა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლადო სადღობელაშვილი უნდა დაიკითხოს.
„ლადო სადღობელაშვილი  დღესვე უნდა დაიკითხოს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მან ჩვენება უნდა მისცეს და დაასახელოს ის პიროვნება, ვინც მას ეს ინფორმაცია გაანდო. როგორც ეტყობა, მას ინფორმაცია გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით. აქციების გამართვაში პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება “, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
“თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ 2 თებერვალს, ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეზე დაგეგმილი იყო ანალოგიური აფეთქება, რომელსაც მთლიანად ოჯახი შეეწირებოდა.
„თუ არ ვცდები, 2 თებერვალს ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეა. ჩემი ვერსიით, რა თქმა უნდა, იქ 2 თებერვლისთვის ოჯახის მისვლა იგეგმებოდა. არ არის გამორიცხული, მსგავსი აფეთქება 2 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, როდესაც ოჯახის წევრები უშუალოდ სასაფლაოზე მივიდოდნენ. აქ საუბარი მხოლოდ იურის დაღუპვაზე არ იყო, ეს მთელს ოჯახს ეხებოდა. ეს არის ტერაქტი. ერთი ადამიანი შეეწირა ახლა, თუმცა უფრო მასობრივ შედეგზე იყო გათვლილი. ეს აფეთქება მიზანმიმართულია სწორედ იმ ჯგუფის მხრიდან, რომლებსაც იური ვაზაგაშვილი ხელს ადებდა და მიუთითებდა, რომ მათ იმსხვერპლეს მისი შვილი. ფირცხალავა და გვაზავა არიან ის პიროვნებები, რომლებსაც იური ვაზაგაშვილი ხელს ადებდა. ეს პირები ძალიან ირონიულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჯალათები იყვნენ. მინდა აქედან გავაფრთხილო ისინი, გონს მოეგონ და ნუ გადავლენ ზღვარს“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები