ქართველი დეპუტატები კიევში ქართველი მებრძოლის პანაშვიდს დაესწრნენ

უკრაინაში, დონეცკში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო.
კიევის ცენტრში იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები – თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით დარჩიაშვილი, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება.
“რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს ტრაგიკული მოვლენები – ყირიმი, დონბასი, ლუჰანსკი, ის მსხვერპლი, რომელიც, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრიანელმა ხალხმა გაიღო და მათ გვერდში ამოუდგნენ ქართველები – ეს ყველაფერი ჩვენი თავისუფლებისთვის ხდება, რომ შვეინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომელიც უკრაინამ და საქართველომ 90-იან წლებში მოიპოვეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.
თამაზ სუხიაშვილს საქართველოში დღეს ღამით გადმოასვენებენ. იგი გასულ კვირას დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები