რეზო ამაშუკელი: სისხლისმსმელმა სააკაშვილმა ააფეთქა იური ვაზაგაშვილი

პოეტი რეზო ამაშუკელი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება. პოეტი ხელისუფლებას მიმართავს, რომ კორტების სპეცოპერაციის ყველა მონაწილე დროულად დააპატიმრონ.
როგორც ამაშუკელი სოციალურ ქსელში წერს, თუ ხელისუფლება საქმეს დროულად არ გამოიძიებს და დამნაშავეებს არ დასჯის, ის სამართლიანობისთვის საბრძოლველად მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავა. ,,არაერთხელ განმიცხადებია, რომ მე ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ. მაგრამ, დღეს პირდაპირ ვაცხადებ, თუ უმოკლეს დროში ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, იმიტომ რომ ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება, მაშინ მე ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას შევუერთდები. ეს ბოლო წვეთია, ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება, როცა მოკლული შვილის საფლავზე წააკლავენ მამას, რომელიც იბრძოდა ამდენი ხანი, დაჩოქილი იხვეწებოდა, სამართალს თხოულობდა. აქედან მე მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც თბილისშია განლაგებული, მობრძანდით, ბატონებო, და თქვენი თვალით ნახეთ ეს ვარსკვლავთბიჭუნები და აი, ეს ფაშისტები და ძაღლის ნაშობები. ეს იყო სისტემა, რომელსაც თქვენ ხელს აფარებთ. მე მივმართავ ამერიკის ელჩს, ბატონ ნორლანდს, გამობრძანდით ახლა, ბატონო, და დადექით ჩვენს გვერდით, თუ თქვენ დემოკრატები ბრძანდებით. არაერთხელ გითხარით, აირჩიეთ ან ეს მკვლელები, ან საქართველო. მაგრამ არ გინდათ თქვენ ამის გაკეთება, რადგან მილიარდები გაქვთ ჩაყრილი და დღეს კიდევ უბიძგებთ, რომ ჩაერიონ უკრაინაში. ვიმეორებ, ყველაზე რადიკალურ ოპიზიციაში გადავალ და დამიჯერეთ, რომ ცოტა ძნელი მოსარევი ვიქნები. მე ბატონ ბიძინასაც მივმართავ, მე არ მოვსულვარ თქვენთან და არ ჩაგიხტით კალთაში, როგორც ძალიან ბევრი მოტლიკინე ინტელიგენტები გახვევიან დღესაც. გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. და ეს პარლამენტი, რომელიც არის უმეტესობა, მუთაქებივით ყრიან იქა. გაუგზავნოს ახლა უსუფაშვილმა მისალოცი ბარათი იმას, თავის ჯიშს და ხორცს, ერთნი არიან ეგენი. გამობრძანდეს ეს კარალევა მარგო და ხალხთან ერთად დადგეს. რა პირით აშუქებს ,,რუსთავი 2“ ამ ამბავს. სუყველას პასუხს მოგთხოვთ, გაფრთხილებთ და ვაფრთხილებდი ხელისუფლებას ყოველ წუთში. ახლა არ დამიწყია ზოგიერთებივით მუშტებით ქნევა, ჩემი ცხოვრება შევალიე მაგათთან ომს. ვაფრთხილებდი და უკვე ბოლო წვეთი ჩამოვარდა. ვერ გააჩერებს ამას ვერაფერი, ვერც პოლიცია და ვერავინ. გამოვიდეს ახლა ხმალაძე, ფანქარზე წამოგებულ საშლელს რომ ჰგავს და დაიცვას სააკაშვილი კიდე. დიახ, მაგან დაიწყო ომი, მაგის ბრალია ყველაფერი საერთოდ. იმიტომ მოხდა ის აფეთქება, იმიტომ მოკლეს იური, რომ არ გახსნილიყო ბოლომდე. ეს იყო სისტემა, რომელმაც მოუწყო ტერორი თავის საკუთარ ხალხს. ახლა მოქმედების დროა და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ხელისუფლებას. მიიყვანეთ ეს საქმე ბოლომდე დროზე, არ სჭირდება ამას უდანაშაულობის პრეზუმფციები და რაღაც-რაღაცები, ის ხალხი, ვინც ოპერაციაში მონაწილეობდა, დღესვე უნდა აიყვანოთ. ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, ეს არის ამათი გაკეთებული და ,,იქიდან“ არის ნაბრძანები, იმიტომ, რომ თუ ეს საქმე გაიხსნებოდა ბოლომდე, ამას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა, იმიტომ, რომ იყო მტკიცებულება. სისხლისმსმელმა სააკაშვილმა ააფეთქა იური ვაზაგაშვილი. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. აღარ მოგითმენთ ქართველი ხალხი ამას, ეს ბოლო წვეთი იყო და კიდევ ვიმეორებ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, ახლა წერეთ და იკითხეთ, რაც გინდათ, დედას გიტირებთ! დედას გიტირებთ, ,,ნაციონალებო“ და მისი მომღერლები ვინც ხართ და ისინი. ახლა მოუნდა დუტა სხირტლაძეს ჩახუტების აქცია, კიწმარიშვილის გამოზრდილი გომბიოები კიდევ რაღაცებს აწყობენ, რომ გადაფარონ თავიანთი წარსული. გამარჯვებული ხალხის ტელევიზია… ჭკვიანად იყავით, თქვე დამპლებო, თქვე, თქვე ღორისშვილებო, დედას გიტირებთ“, – წერს ამაშუკელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები