ნიკოლოზ მჟავანაძე: ირაკლი კობახიძის მსგავსი პერსონები დღეს ქართულ პოლოტიკას ჰაერივით სჭირდება

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძის წარდგენას ეხმაურება:
,,დღეს ქართულ პოლიტიკას სწორედ კობახიძის მსგავსი კვალიფიციური და სუფთა კადრები სჭირდება. ვიცნობ რა მის განვლილ გზას, ვთვლი, რომ ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტაში თავის სიტყვას იტყვის, ვინაიდან მას გააჩნია იურისტის საკმაოდ სერიოზული კვალიფიკაცია. ის არის ბრწყინვალე კონსტიტუციონალისტი და სუფთა წარსულის მქონე პიროვნება. დღეს ქართული საზოგადოება გადაიღალა ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში მორბენალი პოლოტიკოსებით, რომლებსაც არც სათანადო პრინციპულობა და არც კვალიფიკაცია და მრწამსი გააჩნიათ.
ირაკლი კობახიძე ეწევა სამეცნიერო საქმიანობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მას მიღებული აქვს სამართლის სპეციალისტის გამოცდილება ევროპაში და ვფიქრობ, რომ არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანდა მისი პარტიაში არსებობა. ქართული პოლიტიკა სწორედ ასეთი სუფთა წარსულის და მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები