“იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა დამნაშავე გამოვლინდება და მკაცრად დაისჯება”

მინდა ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოვთქვა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის შემზარავი ფაქტი, რომელიც არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
“მინდა ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოვთქვა.
ესაა შემზარავი ფაქტი, რომელიც არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა დამნაშავე გამოვლინდება და მკაცრად დაისჯება და ეს დასჯა იქნება გზავნილი ყველა კრიმინალისა და მოძალადისთვის.
გვინდა მივუსამძიმრით გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მათდამი ჩვენი თანადგომა გამოვხატოთ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები