სოფელ ყარაფილას მაცხოვრებლები დაკითხვაზე იმყოფებიან

ამ წუთებში კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოს მესაფლავეები დაკითხვაზე იმყოფებიან. ისინი თბილისიდან ჩასული გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სოფელ ყარაფალას მცხოვრებმა მიაწოდა.
მისი თქმით, მესაფლავეები და ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე პირი იური ვაგაზაშვილის აფეთქების საქმეზე წუხელ გორის რაიონის შს სამმართველოში დაიკითხნენ.
„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მესაფლავეები და ჩვენი სოფლის რამდენიმე ადამიანი გორის პოლიციაში ვიმყოფებოდით. დაკითხვა დილის 5 საათამდე გაგრძელდა. დაკითხვა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ახლა თბილისიდან ჩამოსული გამომძიებლები არიან“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას სოფელ ყარაფალაში მცხოვრები გელა ვალიშვილი.
მისივე ინფორმაციით,, სოფელს მესაფლავე არ ჰყავს. „სოფლის სასაფლაოს არც დარაჯი ჰყავს და არც მესაფლავე. როცა სოფელში ვინმე მოკვდება, თანასოფლელები ერთმანეთს პატივისცემის ნიშნად გარდაცვლილისთვის საფლავს თხრიან“, – აღნიშნა ვალიშვილმა. მისივე განმარტებით, შემთხვევის დროს სოფლის მცხოვრებლები ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები