თურქეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთს შერიგებისკენ მოუწოდებს
თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ სომხეთის მთავრობას შერიგებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობამ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს და 800 -წლიანი ისტორიული ურთიერთობები აღადგინოს.
“თუქეთს და სომხეთს უძველესი ისტორია აქვთ. ამიტომ ჩვენმა ხალხმა უნდა შეძლოს და მომავალზე ერთად იზრუნოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, პრობლემები განხილვა და საერთო ენის გამონახვაც”,- განაცხადა დავითოღლუმ.