ელგუჯა ხოკრიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს თომას პერნიცკის შეხვდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ერთობლივად განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს.
ახლო მომავალში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ჩეხ კოლეგას ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის უკვე განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებენ. ჩეხეთის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, თუშეთში, დუშეთსა და იმერეთში უკვე ხორციელდება გარემოსდაცვითი პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები