საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს მართავენ.
არსებული ინფორმაციით, კონსულტაციების თემა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხი და პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხვა აქტუალური საკითხებია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების გავლის მზადყოფნას გამოთქვამს.
“მზად ვარ, პრეზიდენტთან მივიდე და შევხვდე, როდესაც ის იტყვის. მე ხომ არ ვეტყვი, აქ ვარ, მოვედი. როცა მეტყვიან, მზად ვარ, შევხვდე მას. ასევე მნიშვნელობა აქვს, როგორ ფორმატს შემოგვთავაზებს პრეზიდენტი. ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტმა უნდა შემოგვთავაზოს კონსულტაციების კონკრეტული ფორმატი. ეს იმას ნიშნავს, შეიძლება მან თქვას, რომ მომეცით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის გვარები და მე ამოვარჩევ კანდიდატურას, ან გვითხრას, რომ გვარებს მე მოგცემთ და თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები