რამდენი ადამიანი დაშავდა 20 დღის განმავლობაში გუდაურსა და ბაკურიანში?!

საქართველოს სათხილამურო კურორტებზე ზამთრის პერიოდში ტრავმის შედეგად დაშავებულ დამსვენებელთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია.
როგორც „კვირას“ „112“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 20 დღის განმავლობაში გუდაურიდან და ბაკურიანიდან ტრავმების შედეგად 50- მდე ადამიანი დაშავდა.
მისივე თქმით, „112“-ს სამსახურში ტრავმული ხასიათის შეტყობინება ბაკურიანიდან – 43, ხოლო გუდაურიდან – 17 ზარი დაფიქსირდა. დამსვენებლებს, ძირითადად, ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებოდათ.
შეგახსენებთ, რომ „112“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2015 წლის 1 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები