ექსპერტი: ასაფეთქებელი მოწყობილობა ქარხნული წესით წარმოებული საბრძოლო მასალა იყო

დისტანციური მართვის ფრაგმენტები დათვალიერების შედეგად არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ „კვირას“ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ქარხნული წარმოების, საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
„დათვალიერება დამთავრდა. ამოღებულ იქნა ფრაგმენტები, რომლის კვლევის შედეგად დადგინდება რა ტიპის იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და შემდგომ უკვე ექსპერტიზის სრული გამოკვლევის შედეგად დადგინდება თუ რა მოდელი იყო აღნიშნული.
ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ქარხნული წესით წარმოებული საბრძოლო მასალა. არა კუსტარული, არამედ ქარხნული წესით დამზადებული. დისტანციური მართვის ფრანგმენტები დათვალიერების შედეგად არ აღმოჩნდა“, – განუცხადა „კვირას“დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები