ლავროვი ობამას პასუხობს: რუსეთის იზოლირების მცდელობები შედეგს არ მოიტანს

რუსეთის იზოლირების მცდელობები შედეგს არ მოიტანს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„გაჟღერდა მოწოდებები, რომ რუსეთის იზოლირება აუცილებელია, კერძოდ, ეს განცხადება ბარაკ ობამამ გააკეთა“, – განუცხადა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ჟურნალისტებს.
„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასდროს არ წავა თვითიზოლაციის გზით“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, მანამდე ბარაკ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა, რომ დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები. მისი თქმით, უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო, რუსეთი და მისი ეკონომიკა იზოლაციაში მოექცა. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას, უკრაინულ დემოკრატიას მხარს ვუჭერთ და ნატოში ჩვენს მეკავშირეებს ვამხნევებთ“, – განაცხადა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები