თბილისი-გაჩიანი-რუსთავის გზის რეაბილიცატია ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა.
სამინისტოს ცნობით, რეაბილიტაცია გზის 3.5- კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს 2 -ფენიანი ასფალტბეტონის საფარის დაგება. ასევე ხორციელდება სახიდე გადასასვლელის, კიუვეტების, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. აღნიშული მონაკვეთი მდინარე ლოჭინის ხიდიდან იწყება და სოფელ ყარაჯალის ტერიტორიას გაივლის.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის გზა 20 წელზე მეტია არ შეკეთებულა. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული გახდება, ასევე შემცირდება გადაადგილების ხარჯები. სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის აპრილში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 090 000 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები