ამერიკელი მსახიობი გრეგ პლიტი მატარებლის ქვეშ ჩავარდა და დაიღუპა

აშშ-ში ცნობილი ფიტნეს-მწვრთნელი და მსახიობი გრეგ პლიტი სარეკლამო რგოლის გადაღების დროს მატარებლის ქვეშ ჩავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ-ი ავრცელებს.
სარეკლამო რგოლის გადაღებისას მსახიობი მატარებლის წინ მირბოდა და ენერგეტიკულ სასმელს სვამდა. გარკვეულ მომენტში მატარებელი პლიტს დაეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, მსახიობმა მემანქანის საყვირს ყურადღება არ მიაქცია. ავარიის დროს პლიტს ხელში ვიდეოკამერა ეჭირა.
ცნობისთვის, გრეგ პლიტმა ერთ-ერთი როლი ფილმ „ტერმინატორში“ შეასრულა. გარდა ამისა, პლიტს საკუთარი შოუ Work Ou -ი ტელეარხ NBC-ზე მიჰყავდა. ბოლო 8 წლის მანძილზე პლიტის ფოტოები სპორტული ჟურნალების გარეკანზე 250-ზე მეტჯერ გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები