„ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ იური და ზურა ვაზაგაშვილების გამო“

ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ იური და ზურა ვაზაგაშვილების გამო – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს იური და ზურა ვაზაგაშვილების გარდაცვალების საქმეები.
“ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი იურისა და ზურა ვაზაგაშვილის გამო. ვფიქრობთ, ეს, მართლაც, ენით აუწერელი რამ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ორივე საქმე ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, ჩვენთვის პრინციპში გაუგებარია, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული ის, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და გამოძიების პროცესი ბოლომდე არ მისულა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებითაც მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, უმოკლეს ვადაში პასუხი გაეცემა”, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები