გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ბოლო წევრს დღეს დაკრძალავენ

სომხეთის ქალაქ გიუმრიში დღეს ავეტისიანების ოჯახის ბოლო წევრს, 6 თვის სერიოჟა ავეტისიანს დაკრძალავენ. ამ წუთებში გიუმრიში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს, სომხეთში გაასამართლებენ. თუმცა, გაურკვეველია გადასცემს თუ არა მას რუსეთი სომხეთს. უცნობია მკვლელობის მიზეზიც. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მკვლელობის ჩადენა რუსმა ჯარისკაცმა პირადი მოტივით გადაწყვიტა.

10942536_1536176796633892_785290758_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები