გია კობახიძე შვილის გამო პოლიტიკიდან წავიდა

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, გია კობახიძის განცხადებით, პოლიტიკიდან მისი წასვლა შვილის, ირაკლი კობახიძის “ქართული ოცნების” პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შესაძლო დაკავებას უკავშირდება.
როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის  სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე საექსპერტო საქმიანობას გააგრძელებს.
“მე ძალიან მახარებს ეს გადაწყვეტილება. ჩემი შვილის მიმართ ჯერ არის მხოლოდ შეთავაზება. იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება გარკვეული ვალდებულებებს მაკისრებს. ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე  ექსპერტობა იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები