ვის მიაჩნია ვაზაგაშვილის სიკვდილი სამართლიანად? – სოციალურ ქსელში გამოხატული აგრესია

ზურაბ ვაზაგაშვილის მამის იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების უმრავლესობა მისი გარდაცვალების ფაქტს ტრაგედიას უწოდებს და მწუხარებას გამოხატავს, თუმცა სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მომხდარს „სამართალმა პური ჭამას“ უწოდებენ და არც მისი გარდაცვალება აღელვებთ.
„ცხელ-ცხელი ამბავი. იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. როგორც ამბობენ, სასაფლაო დანაღმული იყო. მე მგონი, სამართალმა პური ჭამა“, – წერს ფეისბუქზე „დიანა დინას“ სახელით დარეგისტირირებული პირი.
კიდევ ერთი მომხმარებელი მაია წულაია კი წერს, რომ იური ვაზაგაშვილი ძალიან ბინძური პიროვნება იყო, ამიტომ არ ეცოდება.
„ეს ძალიან ბინძური პიროვნება იყო. სულაც არ მეცოდება“, – წერს მაია წულაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები