შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

  შსს-ს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რომან დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები