ვაზაგაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს

იური ვაზაგაშვილის ოჯახის თხოვნით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი ჩართეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეს მონიტორინგს კიდევ 7 -კაციანი ჯგუფი გაუწევს.

“ჩვენ მიერ ჩატარდა რიგი სამუშაოები. ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებულებები. ჩვენს ხელთ არსებული შეფასებები კი მთლიანობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დავადგინოთ, თუ რა გარემოებებში მოხდა აფეთქება. დადგინდა ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობაც. ზუსტდება, თუ რა მოდელზეა საუბარი. ის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო”, – აცხადებს ალთუნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები