დავით ნარმანიამ იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
“თბილისის მერიის სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვუცხადო იური ვაზაგაშვილის ოჯახს. ფაქტი არის ძალიან შემზარავი. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ვაზაგაშვილის ოჯახს, მის ახლობლებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
იური ვაგაზაშვილი გუშინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები