თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები გარემონტდება

მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად დედაქალაქის მერია 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიწისქვეშა გადასასვლელები ერთი კომპანიის დაქვემდებარებაში გადადის.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას „უძრავი ქონება თბილისს“ 50-ზე მეტი მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგება დაევალა და ამ მიზნით 1 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.
„პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს განათების საკითხები. უნდა მოწესრიგდეს მიწისქვეშა გადასასვლელებში ფართების გაქირავება და იქიდან მიღებული შემოსავლების საკითხი. მიწისქვეშა გადასასვლელები რეალურად გამოყენებადი უნდა გავხადოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები