საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურს გამოეყო ცხოველების მართვის სამსახური და ის ცალკე ჩამოყალიბდა. “მიმდინარეობს გადაბარების პროცედურები საგანგებო სიტუაციების სამსახურში. მათ გამოეყოთ ცხოველების მართვის სამსახური და ის ცალკე ჩამოყალიბდა. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ჩვენთან რჩება ეს სამსახური და ასევე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახური. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები