არასამთავრობო ორგანიზაციები ვაზაგაშვილის გარდაცვალების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე.
მიგვაჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ იური ვაზაგაშვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები დროულად და ეფექტურად იქნება გამოძიებული.
არასამთავრობო ორგანიზაციები ვუსამძიმრებთ დაღუპული იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო”, „იდენტობა” და „ლიბერალური აკადემია – თბილისი”. იური ვაზაგაშვილი გუშინ შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა და გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები