ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტის, ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 25 000 ლარს.
„დაკავებულმა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქცია შენიღბულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავით შემოიტანა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5- დან 7 წლამდე“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.