საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
საბერძნეთში, სალონიკის აეროპორტში 40 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ზვიად პაპიაშვილი, იგივე „ზვიად თბილისკი“ დააკავეს. დაკავებული მოსკოვში მიემგზავრებოდა, მას უნგრეთის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, „კრიმინალური ავტორიტეტი“ მეორე დღესვე გაასამართლეს. ზვიადს თავისუფლების აღკვეთის 5 წელი პირობითი ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე მიუსაჯეს. მედიაში აღნიშნავენ, რომ ის საქმე, რომლის გამოც „კანონიერი ქურდი“ მოსკოვში მიემგზავრებოდა, მოუგვარებელი დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე საბერძნეთში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯელაძე, იგივე „რაჭა“ ბელორუსიის სამართალდამცველებმა დააკავეს.