გია გეწაძე: ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს კონსულტაციებს უწევს

ზურაბ ადეიშვილი კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არა მხოლოდ მათ, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ყოფილმა ქართველმა მაღალჩინოსანმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გია გეწაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის გარდა, ადეიშვილი კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყნის მთავრობას. „ზურაბ ადეიშვილი ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც, რამდენადაც ვიცი, ექსპერტის რანგში ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს. რაც შეეხება მის დანიშვნას, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. ვიცი, რომ გამოცხადებულია კონკურსი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ვერ გეტყვით, ამ პოსტზე ზურა ადეიშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას, და არა მხოლოდ უკრაინის მთავრობას – ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყნის მთავრობასაც. ასე რომ, საქართველოში ის ძებნილია, თუმცა, მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს კონსულტაციებს უწევს და მთავრობები მას უსმენენ“, – განაცხადა გეწაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები