თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების გარკვეულ ქუჩებს შეეხება.
ნაძალადევის რ-ში, ხუდადოვის ქუჩაზე გამავალ მიწისქვეშა ავარიული გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, დღეს, 11.00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის რაიონში: ლოტკინის დასახლება წერონისის, სამღერეთის, ახტალის, ლიხაურის, ბუგეულის, ზედაზენის, ინტერნატის, ფილიას, ნაქალაქევის, სანავარდოს, ხრესილის, კლდეკარის, თოდრიასა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. ასევე, ჩუღურეთის რაიონში: I, II, III რეხის ქუჩებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის პურის ქარხანას, საბავშვო ბაგა-ბაღს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილების შენობას და სხვ. კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება ეტაპობრივად, სამუშაოს დასრულებისთანავე დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები