შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დავით ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).