ლადო ბედუკაძე თინა ხიდაშელს მიმართავს:  მკვლელებთან კოჰაბიტაცია-მკვლელობის თანაზიარების ტოლფასია

 ციხეების სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს ეხმაურება და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს მიმართავს. ლადო ბედუკაძეს მიაჩნია, რომ ვაზაგაშვილის ტრაგედია, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ერის ტრაგედიაა.
„ეს არაა კონკრეტული ერთი ადამიანის ან ოჯახის ტრაგედია, ეს ერის ტრაგედიაა! საშინელი ტრაგედია, რომლის მიზეზი თავს მოხვეული ,დროში გაწელილი ჩვენთვის უჩვეულო და ყოვლადმიუღებელი მოვლენა-კოჰაბიტაცია გახლავთ.
გისმენთ, გამობრძანდით ქალბატონო თინათინ (ხიდაშელო) და ახლა ბრძანეთ, რომ ეს “ქართველმა ხალხმა დაგავალათ”! მკვლელებთან კოჰაბიტაცია-მკვლელობის თანაზიარების ტოლფასია! ხელისუფლების ვალია, უმოკლეს ვადაში გახსნას საზარელი დანაშაული. არ დარჩეს პასუხგაუცემელი არც ერთი კითხვა, ეჭვი, რომელიც სამომავლოდ ისევ მათ დააზარალებს. ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს!“, – წერს ლადო ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები