ღვინის ეროვნული სააგენტო: შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 64 დეგუსტაცია ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სულ სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო 3106 ნიმუში, საიდანაც ტესტირება ვერ გაიარა 119-მა, დადებითი შეფასება მიენიჭა 2987-ს.

სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება ყველა საექსპორტო და ასევე ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები.

ალკოჰოლური სასმლის ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე. შეფასება ხდება ხუთქულიანი სისტემით. დადებით შედეგად ითვლება, თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5 – ზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები