“1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი; ვულოცავთ დედაენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს” – აშშ-ის საელჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველებს დედაენის დღეს ულოცავს.
“1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას.
ვულოცავთ დედაენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს!”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.